დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის თქმით წელს განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე 100 000 ადამიანი აიცრება.
„ჯერ სახელმწიფო პროგრამით ვაქცინაცია არ დაწყებულა, ოქტომბრის ბოლოს დაიწყება, რადგან ჩვენთან გრიპის სეზონი ნოემბრის ბოლოს იწყება. რაც შეეხება კომერციულ ქსელს, რეკლამას ხომ ვერ გავუკეთებ, თავად აკეთებენ რეკლამას და ყველგან უდევთ ინფორმაცია აცრასთან დაკავშირებით. ჩვენ უფასოდ ავცრით განსაკუთრებით მაღალი რისკის ადამიანებს, მათ რიცხვში შედიან: დიაბეტიანი, C ჰეპატიტის მქონე, აივ ინფიცირებული, დიალეზზე მყოფი ავადმყოფები. მათ შორის არიან ექიმები, რადგან ისინი ავად რომ გახდნენ, სხვას ვეღარ უმკურნალებენ. მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება ბავშვთა სახლებში და მოხუცებულთა თავშესაფარში მყოფები, ასევე ორსულები”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.