მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 574 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.18%-იან კლებას წარმოადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 74.26 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.84%-ით დაკლებული მაჩვენებელია.
რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 413 ლარი ღირს, 750 სინჯის – 309 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 241 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.64 ლარი ღირს, ხოლო 800 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.32 ლარი ღირს.










