,,ოქროს წესი:
? საქართველოს პოლიტიკოსებისთვის რუსეთის მხრიდან რაიმე სახის ფინანსური სარგებელი დაუშვებელია!
? რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა დაუშვებელია!
? რუსეთში ბიზნესი დაუშვებელია!
? რუსეთში უძრავი ქონება დაუშვებელია!
თუ ვინმეს არ ესმის ან შეცდომაშია შეყვანილი რაიმე სახით, სასწრაფო წესით უნდა გამოასწოროს!
ასევე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსის დანაშაულს ან შეცდომას პატიობს მხოლოდ ერი. თუ ხალხისაგან იქნა შესმენილი, გაგებული, მიღებული და ნაპატიები მხოლოდ მაშინ საჯარო მოხელეს/პოლიტიკოსის მოღვაწეობა მართებულია!
დანარჩენი ყველაფერი იქნება ნაძალადევი ანუ ხალხს არ უნდა, არ მოსწონს მაგრამ “მე ვარ და ჩემი ნაბადის” პრინციპით მოქმედებს, რაც აგენტურული ქსელისთვის დამახასიათებელია.
აგენტები მოქმედებენ მსგავსი პრინციპით.”-წერს ქართველი ლეგიონერი, ,,მრგვალი მაგიდა-თავისუფალი კავკასიის დამფუძნებელი ლადო გამსახურდია.