2022 ქელს „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია პირდაპირ ეთერში არ გავა. ამის შესახებ Deadline წერს.
ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის წარმომადგენლის განმარტებით, წელს ღონისძიებას კერძო ხასიათი ექნება. ლაურეატების შესახებ ინფორმაცია რეალურ დროში კინოინდუსტრიის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდება, დაჯილდოების საბოლოო შედეგებს კი პრესრელიზის სახით გამოაქვეყნებენ.
„ოქროს გლობუსის“ გადაცემის ცერემონია 1944 წლიდან, ყოველწლიურად იმართება.










