გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს უკრაინულმა ბაირაქტარმა უპილოტო თვითმფრინავმა გაანადგურა რუსული რაპტორის კლასის ორი საპატრულო ხომალდი შავ ზღვაში.
„დღეს გამთენიისას განადგურდა რუსული რაპტორის კლასის ორი ნავი ზმიინის (გველი) კუნძულის მახლობლად“, – წერს გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი ზალუჟნიიმ Telegram-ის მესიჯების აპლიკაციაში.
აღნიშნულის გამო, მოსკოვის მხრიდან პრეტენზიაზე მყისიერი რეაქცია არ ყოფილა.
ორშაბათს დილით ორი აფეთქება გაისმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, იტყობინება TASS ქალაქის გუბერნატორზე დაყრდნობით.
“ნახევარი საათის წინ ორი ძლიერი აფეთქების ხმაზე გამეღვიძა. ანტიკრიზისული ცენტრის ცნობით, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა”, – წერს გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი Telegram- ზე .










