ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ორშაბათიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე იქნება შეზღუდული გადაადგილება ეს გავრცელდება როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილით მოსიარულეებზე. ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და საოპერაციო შტაბთან შეთნხმებით იმ პირებზე და მათ ავტომობილებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირებისათის ან სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცეფტული დაწესებულებების, ასევე მედია დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის და ასევე მიტანის სერვისის უზრუნველსდაყოფად.
ასევე ამავე ქალაქებში ორშაბათიდან შეჩერდება როგორც კერძო ისე მუნიციპალური საბავშვო ბაღების ფუნქციონირება ,ასვე ამავე ქალაქებში მუნიციპალიტეტებთან ვმუშაობთ რომ საზოგადოებრივ ტრანსპოტებში შეიზღუდოს ადამიანების რაოდენობა , თუმცა ეს იმას არა ნიშნავს, რომ დღის საათებში საზოგადოებრივი ტარნსპორტის რაოდენობა ან გადადადგილება იქნება შეზღუდული. ესაა ის შეზღუდვები, რომლიც შემუშავდა ამ ეტაპზე . „-განაცხადა ცქიტიშვილმა.”