LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს მთავრობა ცდილობს გააძევოს ამერიკული ბიზნესები – სენატორებისა და კონგრესმენების სკანდალური განცხადება

ორი ყველაზე მეტად დაუცველი რეგიონში, საქართველო და მოლდოვა – მაიკლ მაქქოლმი

დაპოსტა 2022/03/16-ში
A A
71
ნახვა
გაზიარება

ომის დაწყების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ამბობენ, რომ რუსული საფრთხისგან დაცული რეგიონში არც სხვა სახელმწიფოები არიან. კონგრესმენმა მაიკლ მაქქოლმა, რომელიც ქვედა პალატაში ტეხასის შტატს წარმოადგენს, დღეს ყველაზე მოწყვლად ქვეყნებად, საქართველო და მოლდოვა დაასახელა.

 

“ოდესა მისთვის ასაღებად ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პორტია. ყირიმთან და მარიუპოლთან ერთად, შავი ზღვისგან უკრაინის ჩაჭრით, მას სრული ენერგეტიკული უპირატესობაც ეძლევა. ორი ყველაზე მეტად დაუცველი ნატოს არაწევრი მოკავშირე, რეგიონში, როგორც ვხედავ, საქართველო და მოლდოვაა. მათ უკვე დაკავებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის 20% და არიან მოლოდვაშიც. ახლა ის შეჭიდებულია უკრაინას. ვფიქრობ, იმაზე დიდ ლუკმას, რომლის გადაყლაპვაც შეუძლია, თუმცა ამ სცენარით, 3-4 დღე დასჭირდება გაფართოებას, მოლდოვასა და საქართველომდე, ან ბალტიის ქვეყნებამდე, რაც ცხადია, პუტინისთვის კარგად არ დამთავრდება,” – განაცხადა აშშ-ს კონგრესმენმა ტეხასის შტატიდან მაიკლ მაქქოლმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევაა, როდესაც კანონმდებლები რეგიონის სხვა ქვეყნებზე შიშობენ. გასულ კვირას, სენატორმა ბენ კარდინმა ჰკითხა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს, რას აკეთებს შეერთებული შტატები იმისთვის, რომ საქართველომ და მოლდოვამ თავი დაიცვან, თუ რუსეთი ამ ქვეყნებში უფრო აგრესიულად იმოქმედებს. კვირის ბოლოს კი პრეზიდენტს ჰელსინკის კომისიამ მიმართა, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას მთავარი არანატოელი მოკავშირეების სტატუსი მიანიჭოს.

 

“უკრაინა დიდი ქვეყანაა, მრავალრიცხოვანი მოსახლეობით. მას შეუძლია, ბრძოლა სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიების დაკარგვის ფონზეც გააგრძელოს. საქართველოში მოსახლეობა მცირერიცხოვანია. 2008 წელს, რუსები ძალიან ახლოს იყვნენ მისულები თბილისზე შესატევად, შეერთებული შტატები რომ არ ჩარეულიყო. 2022 წელს, რუსეთის სამხედრო ძალა ბევრად ეფექტურია. ვფიქრობ, საქართველო მეტად მოწყვლადია. თუმცა დროთა განმავლობაში, იმ ღონისძიებებით, რასაც შეერთებული შტატები ატარებს რუსეთის ეკონომიკის დასასუსტებლად და იზოლირებისთვის, რუსეთი უფრო მეტად სუსტი გახდება. დრო კი საქართველოს სასარგებლოდ მოქმედებს. თუ შემდგომ წლებში საქართველოს ამ საფრთხისგან დავიცავთ, მისი ვითარება გამოსწორდება,” – განაცხადა ჰადსონის ინსტიტუტის პოლიტიკურ-სამხედრო ანალიზის ცენტრის დირექტორმა.

დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპის საბჭოდან რუსეთის გასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ამ ორგანიზაციაში რუსეთის არყოფნა მართებული იქნება.

 

“ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა, ევროპის საბჭოს, გასვლის გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა. მანამდე ჩვენ მივესალმეთ ევროსაბჭოს მხრიდან რუსეთის უფლების შეჩერებას, უკრაინაში აგრესიის გამო. ასევე მივესალმეთ საპარლამენტო ასამბლეის უკრაინის მხარდამჭერ პრინციპულ განცხადებას. ჩვენ ვიზიარებთ ევროსაბჭოს ღირებულებებს ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. რუსეთი ამ ღირებულებებს არ იზიარებს და ვფიქრობ, მართებულია, რუსეთი ამ საბჭოს წევრი არ იყოს,” – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა

 

ევროპის საბჭოს ისტორიაში, დღემდე ორგანიზაციის დატოვების ერთადერთი პრეცენდენტი იყო. 1969 წლის დეკემბერში ის საბერძნეთმა დატოვა, რადგან ქვეყნის სათავეში მოსული სამხედრო ხუნტა დემოკრატიულ ღირებულებებს არ ცნობდა. საბერძნეთი ევროსაბჭოში “პოლკოვნიკების რეჟიმის” შეცვლის შემდეგ დაბრუნდა

გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ვერძი დღეს თქვენი აქტიურობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. შესაძლოა, მოულოდნელად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. სამსახურში ნუ იჩქარებთ - ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას...

დაწვრილებითDetails

20 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 20, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 20 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან...

დაწვრილებითDetails

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"