საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გიგი უგულავას შეწყალებაზე ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, აპირებს თუ არა პრეზიდენტი მის შეწყალებას.
– აპირებთ თუ არა გიგი უგულავას შეწყალებას? ორი სიტყვით რომ გვითხრათ.
– ორი სიტყვით თუ სამი სიტყვით? – გამარჯობა და ნახვამდის.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა.
იმის გამო, რომ გიგი უგულავას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეეფარდა პატიმრობა, მისი გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმი პრეზიდენტის შეწყალებაა.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/869987486802796/?t=15&v=869987486802796