სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხიდი სოფელ ზემო გომში, რომელიც მოსახლეობას სახნავ-სათეს სავარგულებთან აკავშირებდა რამდენიმე თვეა ჩანგრეულია. ადგილობრივები თვითმმართველობის უყურადღებობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ რომ შემოვლითი გზით მოსავლის სახლში დაბინავება ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც მათ არ აქვთ. მოსახლეობის არაერთი თხოვნისა და საპროტესტო აქციისა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, თვითმმართველობამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც კოალიციის ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ადგილზე ჩასვლა გადაწყვიტა.