“ორივე ფეხი აქვს დაშლილი, განადგურებული, ორივე ხელი, სახე აქვს ჩაფშვლილი, სახე, ყბა, ცხვირი, თითები, ნეკნები, თავიდან არის ასაწყობი.
გვერდში უნდა დავუდგეთ, მთავარია სიცოცხლეს საფრთხეს არ ემუქრება. ხერხემალი დაზინებული არ არის, ტვინი და შინაგანი ორგანოებიბდ დაზიანებული არ არის.
დიდი იმედი მაქვს თქვენი” – ამბობს ქართველი მუსიკოსის RaS Green-ის მეგობარი ნიკოლოზ ვერძეული.
ჰიპ ჰოპ არტისტი დავით პაქსაშვილი, იგივე Ras Green მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. ის მესამე სართულიდან გადავარდა, რის შედეგადაც აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები.