კანდიდატებს დღეიდან ლეგიტიმურად შეუძლიათ აწარმოონ საარჩევნო კამპანია. ქუთაისის 22 მაჟორიტარობისა და 8 მერობის კანდიდატს მანდატები დღეს გადაეცათ. ცერემონია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.
ოპონენტები ერთხმად აღიარებენ, რომ მზად არიან ურთიერთანამშრომლობისთვის და მაქსიმალურად ეცდებიან არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს.
,,მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და ოპონენტებს შემოგთავაზოთ, დავთქვათ ერთი დღე, ისეთი სადაც საზოგადოებას ყველანი ერთად შევხვდებით‘ ’ – განაცხადა წარდგენისას მპგ,,ქართული ფესვების’’ მაჟორიტარობის კანდიდატმა ნათელა ჯიმშელეიშვილმა.