ოპოზიცია მთავრობას იმ შეზღუდვის დასახელებას სთხოვს, რომელსაც ის კანონში დაგეგმილი ცვლილების შესაბამისად ვერ გამოიყენებს. ასეთ ჩამონათვალშია: შეეძლება თუ არა მთავრობას, შეზღუდოს მანქანით გააადგილებულ პირთა რაოდენობა, გამოაცხადოს კომენდანტის საათი და აკრძალოს ქალაქებს შორის მიმოსვლა.
„რატომ უნდა გენდოთ, რომ მინიმალური და აუცილებელი შეზღუდვები იქნება გამოყენებული მაშინ, როდესაც მართლაც თქვენმა კოლეგამ აღიარა, რომ ცუდი ხელისუფლების პირობებში ამ კანონის ბოროტად გამოიყენება შეიძლება – ანუ თქვენ ამას უშვებთ თუ არა? თავი რომ დავანებოთ ხელისუფლების შეფასებებს“, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
ამავე სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ კანონში შესატანი ის ცვლილება ასევე გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც მთავრობას საშუალება ექნება, შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს.
აკაკი ბობოხიძე დაინტერესდა, კონკრეტულად რომელ შეზღუდვაზე იმოქმედებს ეს კანონი.
დეპუტატის უკმაყოფილებას იწვევს ის რეგულაცია, რომელიც მანქანაში სამზე მეტი ადამიანის ყოფნას ზღუდავს.
„დღეს, პრემიერმა თქვა, რომ ეს შეზღუდვა უნდა გაგრძელდესო. წარმოიდგინეთ, ზაფხული მოდის – ზთბილისიდან ადამიანები უნდა გავიდნენ, სწავლა ისედაც შეზღუდულია და ადამიანებმა სოფელში ორ-ორი და სამ-სამი ავტომობილით უნდა იარონ“, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.









