„მათი გზავნილების მიხედვით არსებობდა იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი მანკიერი განზრახვა ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუმცა გამოვლინდა, რომ იყო ძალიან მძიმე მიმდინარეობები დასავლეთის მხრიდან, რომლებიც უპირისპირდებოდა ჩვენს სუვერენიტეტს. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე ხაზი გადაესვა მათ საუბრებს იმასთან დაკავშირებით, რომ არავის არანაირი მანკიერი ზრახვა არ შეიძლება ჰქონოდა საქართველოს მიმართ. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მათ უჭირთ პასუხების გაცემა კითხვებზე და მათი ეს დუმილი მე აბსოლუტურად არ მიკვირს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობილია სიღნაღში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცების ვინაობა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 66 წლის გივი ღვინიაშვილი და 55 წლის ზაზა გუჯიაშვილი ემსხვერპლნენ. გარდაცვლილები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან არიან. თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანთან „ფორდის“...









