ონში პოლონელი ტურისტების ავტობუსი გაქურდეს.
შემთხვევა 19 სექტემბერს მოხდა. ფაქტის პოლონეთის საელჩო პოსტით ეხმაურება , სადაც ვკითხულობთ:
“პოლონეთის საკონსულოს ინფორმაციით 19 სექტემბერს ონში, დაუსახლებელ ადგილას, პოლონელი ტურისტების ავტობუსი გაძარცვეს, სადაც ბარგი იყო.
შედგა შეთანხმება რომ ტურისტები, რომლებიც მთებში მიდიან, ონთან ახლოს, წინასწარ აცნობებენ პოლიციას თუ სად ტოვებენ მანქანებს ლაშქრობაში წასვლამდე.
შედეგად პოლიცია გააძლიერებს მეთვალყურეობას ამ გარკვეული უბნის.
ექსკლუზიურად პოლონელი ტურისტებისათვის ონის პოლიციის ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა , რომ მანქანები უფასოდ დააპარკინგოს პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე”-ვკითხულობთ პოლონეთის საელჩოს პოსტში