დღეს, 13 მარტს თბილისის დროით 13:46 საათზე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭევთან 4.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.
ნგრევისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საქართველოში მიწისძვრა ბოლოს 5 მარტს მოხდა.










