ომი უკრაინაში შედის “გადამწყვეტ პერიოდში”, რადგან რუსული ჯარები თავიანთ ძალისხმევას გადაორიენტირებენ და პუტინი სულ უფრო სასოწარკვეთილი ხდება. ამის შესახებ, ამერიკელმა სენატორმა ანგუს კინგმა CNN-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
”მომდევნო ორ კვირას ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელიბა ექნება იმ მხრივ, შეძლებენ თუ არა უკრაინის ძალები, შეინარჩუნონ ბრძოლის წარმოუდგენელი დონე, რომელიც მათ აჩვენეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.” – თქვა მან.
კინგმა დასძინა, რომ, როგორც ჩანს, რუსები მართლაც გადაადგილდებიან აღმოსავლეთისკენ.