ომის 198-ე დღე – აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინელები წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებენ ხარკოვის ოლქში. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა მებრძოლებმა 20-მდე დასახლებული რაიონი გაათავისუფლეს და მტრის თავდაცვა 50 კილომეტრის სიღრმეზე გაარღვიეს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მათ ოკუპანტებისგან 700 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაწმინდეს.









