სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსის “ომიკრონ” შტამი “დელტას” მიმართ იმუნურ დაცვას აძლიერებს. კვლევა სამედიცინო გამოცემა MedRxiv-ში გამოქვეყნდა.
ანგარიშის თანახმად, კვლევაში კორონავირუსის “ომიკრონ” შტამით ინფიცირებული 15 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან ვაქცინირებული მხოლოდ შვიდი იყო. მეცნიერებმა მათი ანტისხეულები “ომიკრონისა” და “დელტას” გასანეიტრალებლად გამოცადეს.
კვლევებით დამტკიცდა, რომ “ომიკრონ” შტამის განეიტრალების ეფექტურობა 14-ჯერ გაიზარდა. ამას გარდა, მეცნიერებმა დააფიქსირეს, რომ 4,4-ჯერ გაძლიერდა “დელტა” ვარიანტის წინააღმდეგ დაცვაც. მეცნიერთა დასკვნით, შედეგები აჩვენებს, რომ “ომიკრონის” გადატანისას “დელტა” შტამით ინფიცირების რისკი საგრძნობლად მცირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს “ომიკრონი“ დაარქვა. “ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).
COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.