ოლიმპიურმა ჩემპიონმა ცურვაში იანიკ ანიელმა არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის საქციელის ჩადენა აღიარა. ინფორმაციას BFM ავრცელებს.
სპორტსმენი საფრანგეთის პოლიციამ 9 დეკემბერს დააკავა. მას ბრალად არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურება ედებოდა.
გასულ ზაფხულს მის წინააღმდეგ საჩივარი შევიდა, რომელშიც 2016 წელს მომხდარი მოვლენებია აღწერილი. დაზარალებულად 15 წლის გოგონაა მოხსენიებული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ანიელის ყოფილი მწვრთნელის ქალიშვილია.
ამასთან, პროკურორის თქმით, გაუპატიურების ფაქტი სამჯერ მოხდა: ტაილანდში, ბრაზილიასა და ესპანეთში.
2012 წელს იანიკ ანიელმა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, სპორტსმენი ორგზის მსოფლიო ჩემპიონია. ანიელმა კარიერა 2016 წელს დაასრულ