ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოყვანილი გენადი ბესტაევი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ავრცელებს.
ბესტაევს ნოემბერში ცხინვალის ე.წ. ციხეში ინსულტი განუვითარდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა.
გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ბესტაევი ავადმყოფობის გამო შეიწყალა.