დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს, მათგან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა . სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში იმართება. 4 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
სათავსოში ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ
უზენაესმა სასამართლომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში მომხდარი ფემიციდის საქმის განხილვა დაასრულა და ძალაში დატოვა ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც ცოლის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას...