რუს დამპყრობლებს, მარიუპოლის გავლით, სამხედრო ტექნიკა ბერდიანსკის მიმართულებით გადააქვთ, – წერს უკრაინული მედია მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრო ანდრიუშენკოს განცხადებაზე დაყრდნობით.
„ქალაქ ბერდიანსკში V ნიშნის მქონე დიდი კოლონა და ხუთი ავტობუსი გაემგზავრა, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავთ. ასევე, გადააქვთ სამხედრო ტექნიკის ნაწილი საწყობიდან“, – წერს ოფიციალური პირი.