მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზთან – არსებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან გატაცებულია სამი ადამიანი
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს უკანონოდ დააკავეს და ცხინვალში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
სუს-ი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, თუმცა როდის გაიტაცეს საქართველოს მოქალაქეები, არ აკონკრეტებს.
არსებული ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოსალოცად იმყოფებოდნენ. ტაძრის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ოკუპანტებმა 2013 წელს დადგეს










