ოკუპანტები ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას ამ დრომდე ცდილობენ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი BBC-სთან ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ რუსებმა პრეზიდენტის ოფისთან ოთხჯერ ისროლეს. მისივე თქმით, ოკუპანტებს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან ვინმეს „მოშორებაც“, მათ შორის მისიც. “სხვათა შორის, თქვენი მონამორჩილი პირველ ხუთეულშია. ეს ინფორმაცია ოპერატიულ მონაცემებს ეყრდნობა. მოლაპარაკებების პროცესის მიმდინარეობისას, პრეზიდენტის ოფისზე დარტყმა, საიდანაც პროცესი ვიდეოკავშირით მიმდინარეობს, საკუთარი თავისთვის ყველა გზის მოჭრას ნიშნავს. თუკი მოლაპარაკება არ იქნება – ეს უკვე სრულიად სხვა ვითარებაა, – ამბობს არესტოვიჩი.”არესტოვიჩი ვარაუდობს, რომ ოკუპანტები პრეზიდენტის ოფისს არ დაბომბავენ, თუმცა ეჭვი არ ეპარება, რომ ზელენსკის მკვლელობის მცდელობას ისევ გააგრძელებენ.
,,ქუთაისში ქვეითს ზებრაზე ავტომობილმა დაარტყა, გოგონა დაიღუპა”
დღეს ქუთაისში გუგუნავაზე ქვეითს ზებრაზე ავტომობილმა დაარტყა. გოგონა როგორც ეხლა გავიგე დაიღუპა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეგი კაკაბაძე წერს. ,,დღეს ზუსტად იმავე ზებრაზე ლამის გადაგვიარეს ავტომობილებმა რაფაელოდან გამოსულებს. ისე...










