წყნარ ოკეანეში, კერმადეკის კუნძულებთან 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს (USGS).
მიწისძვრის ეპიცენტრი 16 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა. ინფორმაცია ნგრევისა ან მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.










