მთელი ღამის განმავლობაში უკრაინის ქალაქებში განგაშის სიგნალები ისმოდა. რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა დედაქალაქში – სარაკეტო დარტყმა კიევში თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს სამხრეთის რკინიგზის სადგურსა და სასტუმრო “იბისას” შორის იყო.
აფეთქების ხმა ისმოდა ხარკოვშიც, სადაც რუსმა ოკუპანტებმა გაზის მილსადენი დაბომბეს.
ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში კი დაბომბვას 8 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა. მერის მოადგლე ამბობს, რომ ქალაქის ცენტრს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, მთავრობის შენობაზე თავდასხმისას კი პოლიციელები დაშავდნენ.