ტინეიჯერი შვილების თხოვნებს მშობლებისადმი “ამონაშვილის აკადემია” აქვეყნებს, რომლებიც მათი წერილების მიხედვით შეადგინეს და რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ჩვენმა თინეიჯერებმა ბევრი ფიქრის შემდეგ მშობლებს თავიანთი მოკრძალებული თხოვნები გაუზიარეს. გიზიარებთ თქვენც!
- მომეცით შეცდომების დაშვების უფლება.
- შეწყვიტეთ ჩემი მეგობრების განსჯა მათი მშობლების მიხედვით.
- ნუ გვადარებთ სხვებს.
- ნუ აკრიტიკებთ ჩემს ინტერესებს, საქმიანობას და გემოვნებას.
- შედით ჩემს ემოციურ მდგომარეობაში.
- მომაქციე ყურადღება მე, როდესაც ერთად ვართ და არა შენს ტელეფონს.
- გვეთამაშეთ!
- მოგვეცით პირადი სივრცე და დააკაკუნეთ სანამ შემოხვალთ და კარები დახურეთ რომ გახვალთ.
- პატივი ეცით ჩემს წესებს.
- აქცენტს ნუ აკეთებთ პატარა ნაკლზე.
- ნუ გვართმევთ ტექნიკას.
- შემოგვიერთდით ჩვენს ინტერესებში.
- ნუ მაძლევთ შენიშვნებს მეგობრების თანდასწრებით.
- ნუ გვიშლით ტელეფონის გამოყენებას, როდესაც თვითონ იყენებთ.
- იყავით ჩვენი თანატოლები.
- მოგვიყევით თქვენს ცხოვრებაზე.
- ნუ გვადარებთ თქვენს ბავშვობას.
- გამოხატეთ სითბო და სიყვარული ყველა შვილის მიმართ ერთნაირად.
- მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ.
- ნიშნები მთავარი არაა.










