LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს

ნონა გაფრინდაშვილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენი ოფიციალურად გახდა

დაპოსტა 2025/12/13-ში
A A
95
ნახვა
გაზიარება

LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით,ოფიციალურად, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატი საქართველოში გამოგზავნილია და რამდენიმე დღეში ლეგედარულ მოჭადრაკეს ოფიციალურად გადაეცემა.

“ჭადრაკის დედოფალს” გინესის რეკორდსმენის ტიტული 1978 წელს უნიკალური მიღწევისთვის მიენიჭა. ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქალი მოჭადრაკეა, რომელსაც მიენიჭა დიდოსტატის წოდება მამაკაცთა შორის.

შეგახსენებთ, ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში, ტიტული 1962 წელს მოიპოვა და 16 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. საჭადრაკო ოლიმპიადები თერთმეტჯერ აქვს მოგებული, 1978 წელს გახდა კი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელსაც მიენიჭა დიდოსტატის წოდება მამაკაცთა შორის.

1997 წელს ფიდემ მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასი დააწესა, რომელიც გადაეცემა საჭადრაკო ოლიმპიადებზე საუკეთესო ქვეყანას მამაკაცთა და ქალთა გუნდების საუკეთესო ჯამური შედეგისთვის.

ნონა დასახელებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად. გამორჩეული მიღწევებისთვის ჭადრაკის ქართველი დედოფალიდაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო ორდენებით, – ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ღირსების ორდენი, ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენი, თამარ მეფის ორდენი.

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

უზარმაზარი ეპოქა დასრულდა, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება – ყველას გთხოვთ, ვისაც კი უწმინდესისთვის აუგი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ – მამა შალვა კეკელია

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“გვაგინებენ, ქვეყნის მტრებს და რუსეთის მომხრეებს გვეძახიან, რუსოფილები ხართ თქვენ ვინც ამას ლაპარაკობთ”- მამა შალვა
მთავარი

უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება - ყველას გთხოვთ, ვისაც კი მისთვის აუგი გითქვამთ, ცუდი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ. ეს თქვენ გჭირდებათ, უწმინდესს არ სჭირდება არც შენდობა,...

დაწვრილებითDetails

პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება – მიხეილ ყაველაშვილი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

"უანგაროდ ზრუნავდა საქართველოზე და ჩვენი ხალხისთვის მტკიცე საყრდენადაც იქცა. პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიხეილ ყაველაშვილი წერს და ილია მეორის გარდაცვალების გამო...

დაწვრილებითDetails

” ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი” – ბიძინა ივანიშვილი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
” ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი” – ბიძინა ივანიშვილი
მთავარი

უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ჩვენს ხალხს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო...

დაწვრილებითDetails

“უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ პატრიარქი ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს ” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი და წამი მიუძღვნა ქრისტეს მსახურებას, სამშობლოს დაცვას და სამწყსოზე ზრუნვას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს....

დაწვრილებითDetails

” გისამძიმრებთ ყველას! ” – თეა წულუკიანი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
ძალიან ცუდია ქვეყნისთვის უტვინო ოპოზიცია და რამე მოიფიქრეთ ჭკვიანური. საკუთარი ამომრჩევლის მაინც არ გრცხვენიათ?! მათ შორის ხომ უამრავი მშრომელი და გულწრფელი ადამიანია? რატომ აცოტავებთ თქვენივე რიგებს? – თეა წულუკიანი
მთავარი

„ვუსამძიმრებ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ეკლესიას თავსდატეხილ უბედურებასა და განსაცდელს... გისამძიმრებთ ყველას!“, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. „ისღა...

დაწვრილებითDetails

“გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით” – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით” – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი...

დაწვრილებითDetails

თბილისში ძარცვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ბრალდებით 2 პირი - 2004 წელს დაბადებული გ.ჯ. და წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული...

დაწვრილებითDetails

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1959 წელს დაბადებული რ.მ. წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

დღეს შედგება წმინდა სინოდის სხდომა

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
ვინ არის სასულიერო პირი, რომელსაც მღვდელმოქმედება განუსაზღვრელი ვადით აეკრძალა
მთავარი

2026 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან
მთავარი

ამონარიდები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან * * * იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“, და მე ვფიქრობ, არავის გამოუთქვამს უფლის ამაზე უფრო ზუსტი სახელწოდება. მართლაც, ღმერთი არის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"