
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მიიტანეს ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე როკფელერის ცენტრთან. ნაძვის ხის სიმაღლე 24 მეტრს აჭარბებს, წონა კი 12 ტონამდეა. მისი განათების ცერემონია 1-ელ დეკემბერსაა დაგეგმილი.










