ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის 1193 თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირება ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის 1048 პოლიციელსა და 145 სამოქალაქო სპეციალისტს დაუდასტურდა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 166 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 3415 კი გარდაიცვალა.