ნიუ-იორკის ლა-გუარდიას აეროპორტში ავარია მოხდა. ავიაკომპანია Air Canada-ს კუთვნილი Bombardier-ის ტიპის თვითმფრინავი, დაფრენის შემდეგ აეროპორტის სამსახურეობრივ მანქანას შეეჯახა.
The New York Post-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 2 მეხანძრე მძიმედ დაშავდა. ლაინერის ბორტზე დაახლოებით 100 მგზავრი იმყოფებოდა. მათი ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა მათ შორის დაშავებულები.შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ თვითმფრინავის ცხვირის ნაწილი ძლიერად არის დაზიანებული.
ამჟამად ლა-გუარდიას აეროპორტი დაკეტილია, ხოლო რეისები სხვა საჰაერო ნავსადგურებში გადამისამართდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აეროპორტი მუშაობას, შესაძლოა, მხოლოდ ადგილობრივი დროით 18:00 საათისთვის დაუბრუნდეს.










