სასამართლომ “პატრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHP) სარჩელი არ დააკმაყოფილა – შესაბამისად, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის სამსახური მონიტორინგის ჩასატარებლად ისევ ვერ შევა.
სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ობუდსმენის მიერ 2015-2018 წლებში ჩატარებული მონიტორინგის ანგარიში, სადაც საუბარია ბავშვებისადმი მძიმე და არაადამიანურ მოპყრობაზე, მათი უფლებების სისტემატიურ დარღვევაზე.
ქვეყანაში არსებობს დახურული დაწესებულებები, სადაც ბავშვები არიან იზოლირებულები, იქ თავად სახელმწიოფს არ აქვს უფლება შესვლის, ანუ სახელმწიფოზე მაღლა დგას მეუფე სპირიდონი. არ ვიცი ამაზე მეტი სამარცხვინო სათაური რა უნდა ჰქონდეს ბავშვის უფლებების დარღვევას”, – ამბობს PHP-ს თავმჯდომარე, ანა აბაშიძე.
წყარო : “მთავარი”.










