LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ნიკა მელია ციხიდან წერილს ავრცელებს

დაპოსტა 2025/10/07-ში
381
ნახვა
გაზიარება

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია, საპატიმროდან წერილს ავრცელებს და ოთხ ოქტომბერს თბილისში  განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

როგორც ის წერს, ვართ გრძელვადიან ბრძოლაში, ამიტომ ყოველი გაუთვლელი ნაბიჯი, ყოველი ატროკება და აჩქარება ცვლილებებს მხოლოდ გააჯანჯლებს. რაც უფრო მალე გადავეწყობით რეალობაზე, მით უფრო სწრაფად დადგება გამარჯვება.

“სალამი ყველას! ციხიდან შეგნებულად, პრაქტიკულად არ ვწერ, ვინაიდან ხშირი წერის შემთხვევაში, მომიწევს ვიყო უკიდურესად კრიტიკული რიგი სუბიექტების მიმართ, რისი კეთებაც ციხიდან არ მინდა და არც ვიზამ.

როგორც ციხეში მყოფის კრიტიკაა ჩემთვის მიუღებელი, ასევე ციხიდან ნებისმიერის ნაკლზე მითითებაც არასაკადრისია, შესაბამისად, თავს ვიკავებ აზრის გამოთქმისგან ლელოზეც და გახარიას პარტიაზეც.

თუმცა კი, ახლა რამდენიმე ბწკარი მაინც უნდა დავწერო 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებზე და იქ მისულ პატრიოტ ხალხზე.

ორგანიზატორების ერთადერთი დაპირება ბიძინას 4 ოქტომბერსვე დამარცხება იყო, მაშასადამე, ვინც ასეთი ანონსის / აფიშის აქციაზე მივიდა, ალბათ, ის ხალხი მაინც არ უნდა აკრიტიკებდეს ორგანიზატორებს, თანაც პოსტ-ფაქტუმ. მისასალმებელია, რომ უმრავლესობა შექმნილი კონტექსტის გათვალისწინებით – თავს იკავებს.

ჩემთვის ყველა ის ადამიანი უფრო დასაფასებელია, ვინც აქციის საარაკო და ფანტასმაგორიულ დაპირებას თავიდანვე აკრიტიკებდა, განსხვავებით მათგან, რომელთაც ხმა არ ამოუღიათ, ე მანდ, 4-ში რამე საჩვენო თუ მოხდა, მანამდე რატომ გავაკრიტიკოთო, თუმცა ახლა კრიტიკოსთა ყველაზე მწვავე ტრეკზე არიან.

ორგანიზატორები 4-ში თუ არაფერს მოიმოქმედებდნენ, ხალხის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი, ქოქოლას დააყრიდა, ეტყოდნენ, აი, 100 000-მდე ვიყავით და რატომ დაგვშალეთო, ასეთი ხალხის ნაკლებობას საპროტესტო საზოგადოება არ განიცდის! ორგანიზატორებმა მცდარად მიიჩნიეს, რომ 4-ში ხალხი აჯანყდებოდა და იმაზე მეტად გარისკავდა, ვიდრე აქციაზე გამოსვლა და ქუჩაში მშვიდობიანად გაპროტესტებაა.

ერთი სიტყვით, ბევრი რამ მინდა ვთქვა, მაგრამ თავს შევიკავებ. ბოლოს მხოლოდ ერთს დავამატებ, ჩემი აზრით, შეუვალ სიმართლეს:

1. დაანონსებული, აფიშაგამოკრული რევოლუცია არასდროს მოხდება. სამწუხაროდ, უკვე წლებია, ბევრი თანამოაზრე არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს. რევოლუცია თუ მოხდება, მოხდება მხოლოდ ყველასთვის მოულოდნელად, საათებით ადრეც კი ვერ განსაზღვრავს წინასწარ ვერავინ.

2. ვართ გრძელვადიან ბრძოლაში, ამიტომ ყოველი გაუთვლელი ნაბიჯი, ყოველი ატროკება და აჩქარება ცვლილებებს მხოლოდ გააჯანჯლებს. რაც უფრო მალე გადავეწყობით რეალობაზე, მით უფრო სწრაფად დადგება გამარჯვება.

ორგანიზატორებმა საპროტესტო საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის დაკვეთას უპასუხეს, რომელიც ხშირად საპროტესტო საზოგადოებაში, არაბუნებრივად წარმოჩნდება ხოლმე უმრავლესობად, ამიტომ მაინცდამაინც ორგანიზატორებს ნუ გაკიცხავთ. რეალური ძალებისა და პირობების გაუთვალისწინებლად, შემთხვევითი წარმატების იმედით წამოწყებულ საქმეს მავანი და მავანი უკვეთავს, ასეთი დამკვეთები ხალხშიც არიან და ასეთი ხალხის გასაგონად ვწერ ამ საგამონაკლისო წერილს და ვეუბნები არაპოპულარულ სიმართლეს – 4-ში ორგანიზატორების ერთადერთი გეგმა მათი თავდადება იყო, რომელმაც მხარდაჭერა აქციაზე მოსული ხალხის 98 %-ში ვერ მოიპოვა და ვერც მომავალში მოიპოვებს. დროა გავიცნოთ ჩვენი საპროტესტო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა და დამოკიდებულება, თუ ეს ყველამ მოვახერხეთ -პროტესტი ბევრად წარმატებული იქნება და რაც ყველაზე მთავარია – შედეგიც, თუმცა ჩვენ იმ რეალობაში ვართ, როცა პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი.

პროცესში ვგულისხმობ იმ ბრძოლას, რომელიც დაიწყო 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების მერე, რომელმაც ბევრ წარმატებას მიაღწია, ბევრ სიძნელეს გაუძლო, აქცია რეჟიმი არალეგიტიმურად საერთაშორისო საზოგადოების თვალში და რაც მთავარია, გაუძლო დიდ გამოწვევას 4 ოქტომბრის ე.წ. ადგილობრივი არჩევნების სახით, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო რეჟიმის ლეგიტიმაციის საფუძველი, მაგრამ საპროტესტო ელექტორატის სიმყარით მათ გადაწყვეტილებაში, ე.წ. არჩევნები იქცა რეჟიმის არალეგიტიმურობის მორიგ დასტურად.

და თუ ვინმეს მინდა ვუთხრა მადლობა გამძლეობისთვის, სწორი ბრძოლისთვის, პრინციპულობისათვის – ის ხალხია, რომლისთვისაც 4 ოქტომბერს არაფერი დამთავრდა, მივიდა 5-ში და მიუხედავად რეჟიმის მუქარისა და ნიჰილიზმის ბაცილისა, გასცა პასუხი – ვიდგებით აქ გამარჯვებამდე.

არ არსებობს ბოლო ბრძოლა, არსებობს ბრძოლა ბოლომდე”, – წერს ნიკა მელია.

გაზიარება152

დაკავშირებული -პოსტები

როგორია თელავში დაჭრილი კაცის მდგომარეობა

ოქტომბერი 9, 2025
29
მთავარი

თელავის მუნიციპალიტეტში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 70 წლის კაცს სხეულზე ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. დაჭრილს ქირურგიული ოპერაცია თელავში, „ყამბარაშვილის“ კლინიკაში ჩაუტარდა. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რთულია. მამაკაცი წარმოშობით...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ აშშ-ის ინტერესები დაზიანებულიყო ჩვენს ქვეყანაში”- გია ვოლსკი

ოქტომბერი 9, 2025
5
მთავარი

საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ზედმიწევნით შეესაბამება იმ ინტერესებს, პოლიტიკას, სტრატეგიას და ხედვას, რომელიც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის...

დაწვრილებითDetails

ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა

ოქტომბერი 9, 2025
12
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7125 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7128 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც მოულოდნელი ცვლილებები ელოდება

ოქტომბერი 9, 2025
15
მთავარი

2025 წლის დასასრული ბევრი ადამიანისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. წლის ბოლოს პლანეტების გავლენა ცვლილებების ძლიერ ნაკადს გამოიწვევს. ურანის ტყუპების ნიშანში გადასვლა ბევრ ადამიანს კომუნიკაციის განახლებისაკენ მოუწოდებს. პლანეტა პლუტონი მოძველებულ საქმეებსა და...

დაწვრილებითDetails

3 ნოემბრამდე ზოდიაქოს 6 ნიშნანს განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელის

ოქტომბერი 9, 2025
19
მთავარი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახლა ძლიერი ენერგეტიკული ცვლილებების ცენტრში ვართ. ზოდიაქოს 6 ნიშნის წარმომადგენლებს კი 2025 წლის ნოემბრამდე მნიშვნელოვანი ფინანსური ცვლილებები ელოდება. პლანეტა მარსი, რომელიც ადამიანების მიზანსწრაფვასა და ამბიციებს მართავს, 22...

დაწვრილებითDetails

ამინდი მკვეთრად იცვლება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

ოქტომბერი 9, 2025
282
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ოქტომბრის საღამოდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში ქართველმა კაცმა ორსულ ცოლს სახეზე ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა

ოქტომბერი 9, 2025
87
მთავარი

ძალადობის საზარელი შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთში.  ქართველმა კაცმა ორსულ ცოლს სახეზე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 39 წლის ქალი კლინიკაში თავად მივიდა და ექიმებს განუცხადა, რომ ქმარმა...

დაწვრილებითDetails

თბილისში პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი დაჭრეს

ოქტომბერი 9, 2025
75
მთავარი

თბილისში პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი დაჭრეს თბილისში პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ, დაშავებულები მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური პრესის სააგენტო (PAP) ავრცელებს. PAP-ის...

დაწვრილებითDetails

სიახლე ქუთაისის აეროპორტში

ოქტომბერი 9, 2025
306
მთავარი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Wizz Air-ს ახალი მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 7 ოქტომბერს მიანიჭა. შედეგად, საქართველო იტალიის ქალაქ ვენეციას საჰაერო გზით დაუკავშირდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. „ვენეცია...

დაწვრილებითDetails

ავარიას თელავში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ოქტომბერი 9, 2025
266
მთავარი

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას თელავის მუნიციპალიტეტშიავარია სოფელ წინანდალში მოხდა.თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მცირე, ღია ტიპის ტრაქტორს შეეჯახა.შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».