LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნიკა გვარამიას ბრალდების საქმეზე მოსამართლემ განაჩენი დღეს არ გამოაცხადა

ნიკა გვარამიას ბრალდების საქმეზე მოსამართლემ განაჩენი დღეს არ გამოაცხადა

დაპოსტა 2022/05/11-ში
A A
79
ნახვა
გაზიარება

ნიკა გვარამიას ბრალდების საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენი დღეს არ გამოაცხადა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გამოცხადდება, სხდომის თარიღი კი მხარეებს წინასწარ ეცნობება.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართა, რომელზეც ნიკა გვარამიამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

ნიკა გვარამიას თქმით, ის  თავის თავზე იღებს “არარსებულ დანაშაულებს” და მასთან ერთად ბრალდებული ადამიანები განსასჯელის სკამზე მხოლოდ იმიტომ სხედან, რომ იურიდიულად არ გამოდიოდა მისთვის ბრალის წარდგენა მათ გარეშე:

“აქ სხედან სხვა ადამიანები ბრალდებულის სკამზე, რომლებიც რეალურად, სლენგით რომ ვთქვა,  არიან “პრიკუპში” მოყოლილები, იმიტომ, რომ ჩემთვის ბრალის წარდგენა არ გამოვიდა მათ გარეშე.

ჩათვალეთ, რომ უცნაური რამის თქმა მომიწევს, არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, ყველას. თუ ვინმე, უნდა გაუშვათ ციხეში, მხოლოდ მე ვიყო.” მიმართა მოსამართლეს ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”. მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი – კახა დამენია და  ზურაბ იაშვილი.

 ნიკა გვარამიამ ასევე მოუწოდა საზოგადოებას დაეხმაროს მის მეორე ოჯახს-ტელევიზიას. მან ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის ინტერესზე და თქვა , რომ ,, სადაც არუნდა იყოს სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ”

“ბიძინა ივანიშვილი მეორეჯერ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს ჩემ წინააღმდეგ. ამ ქვეყანაში შეიძლება ბევრმა არ იცის, შეიძლება ბევრმა იცის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერება და წესიერება, შეიძლება ბევრი პრობლემა მაქვს, ბევრი ცუდი თვისება მაქვს, მაგრამ კეთილსინდისიერება და წესიერება ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და უკვე მეორეჯერ აღძრა ჩემ წინააღმდეგ საქმე, რომელიც ფინანსურ არაკეთილსინდისიერებას ეხება.

პირველი საქმე, სადაც მე გავმართლდი, 3 თუ 4 დღე ვიყავი წინასწარი დაკავების იზოლატორში, იმ სამ დღეში გადავწყვიტე, რომ ჩემ ცხოვრებას მივუძღვნიდი ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების გამწარებას, გარდა სხვა დანარჩენისა, რაც მერე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა.

იქ იმ სამ დღეში მე გადაწყვიტე, რომ ჩემი თავი მსხვერპლად შემეწირა მისი გამწარებისთვის და ახლა ვეუბნები აქედან, სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ.

მე მგონი, არ დასჭირდება, ამ თვის ბოლოდან უკვე ისედაც ეგრე იქნება მაგრამ, მეც შევიტან ჩემ წვლილს ამაში, აუცილებლად”, – თქვა ნიკა გვარამიამ. 

 ამასთან ნიკა გვარამიამ მოს გულშემატკივარს სთხოვა- მასთან დაკავშირებით, არასოდეს მიმართონ დახმარებისათვის სალომე ზურაბიშვილს:

“მინდა მივმართო ჩემს ყველა გულშემატკივარს, მეგობარს და ასე შემდეგ – არასდროს, არაფერი ჩემთან დაკავშირებით არ სთხოვოთ პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს.

კატეგორიულად მოვითხოვ. ამას თუ გააკეთებთ, ეს იქნება ჩემი დამცირება და თავისუფლებაზე გამოსვლა კი არა, მონობაში გამოსვლა; რამეთუ არათავისუფალი ადამიანი თავისუფლებისთვის მებრძოლს თავისუფლებას ვერ მიანიჭებ;

რამეთუ ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ჩვენ მძინარე ცხინვალი დავბომბეთ, ქართველ პატრიოტს მისგან არაფერი სჭირდება; რამეთუ ადამიანი რომელიც თანამედროვე საქართველოს დამფუძნებლის, მესამე პრეზიდენტის სიკვდილს უყურებს და იძახის რომ არა და არასდროს, ამ ადამიანს, ყველას მოგიწოდებთ, მისი მიმართულებით სიტყვა არ დაიძრას, არა და არასდროს! ეს არის ჩემი პოზიცია მისივე ციტირებით”, – თქვა ნიკა გვარამიამ სხდომაზე.

 

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

ძალიან ადრე შეწყდა შენი პატარა ცხოვრება – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

"ძალიან ადრე შეწყდა შენი პატარა ცხოვრება… ნათელში იყოს შენი სული. 🕊️" ბათუმში გარდაცვლილ 16 წლის სანდრას ახლობლები ემშვიდობებიან. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას მატარებელი მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ლიანდაგზე გადადიოდა. ვიზიარებთ ოჯახის...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
დევდორაკის ხეობაზე გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 14 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ...

დაწვრილებითDetails

12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა – მოზარდი ადგილზევე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა და ავარიაში მოყვა - მოზარდი ადგილზევე დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Aktual. ge ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული ფონიჭალის მკვიდრი, თაფდიგ ყაჰრამანოვია.

დაწვრილებითDetails

სოფელ მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

სოფელ მლეთაში ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულებულია - 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კვალის დასადგენად ყველა საეჭვო ტერიტორია სკანერებით და სპეც-ტექნიკით შეამოწმეს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელიც დაკარგული ბიჭის დედას ჰქონდა. როგორც...

დაწვრილებითDetails

“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა
მთავარი

"ტვ პირველი" მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინი "სქროლვა-სქრინვის" გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება დღეს, რამდენიმე საათს წინ გამოაცხადეს. სხდომა, რომელზეც საჩივარს განიხილავდნენ, მოპასუხე მხარის გარეშე ჩასტარეს. "ტვ პირველის" არც ერთი წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა -...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს
მთავარი

აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აქტიურ კონტროლს აგრძელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს....

დაწვრილებითDetails

ყაზბეგის” საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
საქართველოდან ივლის-სექტემბერში 14 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა
მთავარი

"ყაზბეგის" საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია და საბაჟოს ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობას საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში გააგრძელებს - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქმე ის არის, რომ...

დაწვრილებითDetails

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებულ სიას აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“
მთავარი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებული სია გამოაქვეყნა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 2026 წლის 30 ივლისის მდგომარეობით აღრიცხულია ელიტური კორუფციის 340 სავარაუდო შემთხვევა, სადაც “ქართული ოცნების“ 283-ზე მეტი მოქმედი...

დაწვრილებითDetails

დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. ამ შინაარსის შეტყობინებები უწყებამ მოსახლეობას დაუგზავნა. მათი შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ პროტოკოლის...

დაწვრილებითDetails

მატარებელის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა „ბათუმელები“

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"