LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ნიკა გვარამიამ ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია

დაპოსტა 2019/08/09-ში
198
ნახვა
გაზიარება

ნიკა გვარამიამ პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა. მას ბრალის დადგენილება ოფიციალურად გადასცეს.  გვარამიამ პროკურატურის ეზოში ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია.

გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ეს ბრალი არის კონტრაქტის დადებაზე, ეს არის კატასტროფული სამარცხვინობა. ერთგვერდიანი ბრალი მაქვს, რატომ დადო კონტრაქტი დირექტორმა. წარმოდგენილი გაქვთ, რას აკეთებს საერთოდ და რას იხილავს საქართველოს პროკურატურა და როგორ ასაბუთებს, რაც მთავარია, ვერც კერავს საქმეებს. ეს სამარცხვინო საქციელი იქნება ძალიან მკაცრად დასჯილი. ამ იდიოტიზმს არ წავიკითხავ, ეს არის სამარცხვინო. ეს არის კატასტროფა და რაც გულუაშვილმა გააკეთა, ტყუილი ფაქტების და ჭორაობის, აბსოლუტურად ტყუილად ბრალში არ მყოფი ეპიზოდის ბრიფინგზე მოყოლა დაუჯდება პატიმრობად, აუცილებლად. ყველა ვინც ამ საშინელებებს აკეთებს, ჩაჯდება ციხეში. აი, ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება გარიგებით გაეთრეს ამ ქვეყნიდან, მაგრამ ეს ნაგლეჯები, იმისთვის რომ პოლიტიკურ პატიმრებს იჭერენ და ასრულებენ უკანონო დავალებებს, უკანონო დავალების შემსრულებელი ყველა პროკურორი, გამომძიებელი ყველა მოხვდება ციხეში. არ ვაპატიებ არავის საქართველოში პუტინის სტილით პოლიტიკური პატიმრების გაჩენას“, – განაცხადა გვარამიამ.

პროკურატურაში შესვლამდე კი რუსთავის 2 ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა  თქვა: ”

მე წავალ პოლიტიკაშიც, ყველგან ვაპირებ წასვლას, სადაც ივანიშვილი დამარცხდება, მე ვიქნები მისი მთავარ მტერი და მის კაპიტულაციას ჩავიბარებ მე,გპირდებით. კიდევ ერთხელ – კორუფცია და ქურდობა არის ჩემი წითელი ხაზი, არ გაპატიებთ, მათ შორის, არც იმას, ვინც ეს დებილობა წაიკითხა პირდაპირ ეთერში. უკაცრავად, თუ ეს ბრალი უბდა წაგეყენებინათ 4 საათი რომ მკითხავდით ერთი შეკითხვა მაინც რატომ არ დამისვით ამ ბინებზე?! მე, არ ვაპირებ შემოვიფარგლო მარტო ტელევიზიით, თუმცა მას საუკეთესოს გავაკეთებ, მიუხედავად იმისა, ჩამსვამენ, თუ არა, მაგრამ მე,მონაწილეობას მივიღებ ყველა პლატფორმაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დააზარალებს. ეს არ არის ჩემი არჩევანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის არჩევანი.პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგით მან შემომითვალა,რომ მე ვარ მისი ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ამ მიწაზე,მე ვიღებ ამ გამოწვევას. მე წავალ პოლიტიკაშიც, მე წავალ საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს.

მოვუწოდებ ყველას, გაერთიანების დროა, საქართველოში არის დიქტატურა. ხდება ზუსტად ის,რაც ხდება რუსეთში.არჩევნები რუსეთშიც ტარდება, მაგრამ თუ ვინმე ამტკიცებს,რომ რუსეთი დიქტატურა არ არის, ჯობია სახლში დაჯდეს, ტელევიზორს უყუროს და არ იყოს პოლიტიკაში.საქართველოში დამყარდა რუსული ტიპის დიქტატურა. უზურპატორი უნდა წავიდეს”, – განაცხადა გვარამიამ.

კითხვაზე, აქვს თუ არა ს დაკავების მოლოდინი, გვარამია პასუხობს,რომ ყველაფრის მოლოდინი აქვს.

“არ ვიცი ყველაფრის მოლოდინი მაქვს, ბევრჯერ გითხარით, რომ ყველაფრის მოლოდინი მაქვს.არავის სჯეროდა რომ ეს მოხდებოდა.სრულიად დარწმუნებული ვიყავი, ბევრმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ქვეყნიდან წავსულიყავი, ხელისუფლების წყაროებმაც მითხრეს, რომ წავსულიყავი. არავითარ შემთხვევაში არ წავალ ქვეყნიდან, რომ მერე მომაყოლონ კორუფციის ბრალი.გამორიცხულია,დავრჩი და ვრჩები აქ, ჩემი არჩევანი არის მხილოდ ორ რამეს შორის – ან თავისუფლება ან პატიმრობა. მესამე შანსი არ იქნება, ეს გამორიცხულია”, – განაცხადა გვარამიამ ნიკა გვარამიამ.

პროკურატურაში შესვლამდე რუსთავის ორის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა: „ არ მოგცემთ შესაძლებლობას, არავითარი კომპრომისი კორუფციის შემთხვევაში არ იქნება დაშვებული. არ გადავიხდი არანაირ გირაოს, მაღალს უბრალოდ – ვერ და დაბალს – არ. არანირი შინაპატიმრობა, პირდაპირ გიცხადებთ, ყველა თქვენს აღკვეთის ღონისძიებაზე გეუბნებით, არ დავემორჩილები,დავარღვევ ყველაფერს, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი. ან პატიმრობა, ან თავისუფლება სხვა არჩევანს არ გაძლევთ“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

თეგები: ბიძინა ივანიშვილინიკა გვარამიაპროკურატურარუსთავი2
გაზიარება120

დაკავშირებული -პოსტები

კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
1.1k
კახა კალაძე
მთავარი

„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის...

დაწვრილებითDetails

“ვლადიმერ პუტინი ღაზას „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვიეს” – დიმიტრი პესკოვი

იანვარი 19, 2026
49
მთავარი

ვლადიმერ პუტინმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოწვევა მიიღო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ვსწავლობთ ამ წინადადების...

დაწვრილებითDetails

“პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები”- გია ვოლსკი

იანვარი 19, 2026
60
მთავარი

მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

” არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა სხვა არაფერი” – მეუფე იკაობი

იანვარი 19, 2026
58
მთავარი

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.   ამ დიდ დღეს ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იანვარი 19, 2026
119
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...

დაწვრილებითDetails

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
49
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

ქარბუქი, ლიპყინული, ზვავსაშიშოება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

იანვარი 19, 2026
403
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
862
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

იანვარი 19, 2026
84
მთავარი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან...

დაწვრილებითDetails

როდემდეა მოსალოდნელი დიდთოვლობა და ყინვა

იანვარი 19, 2026
183
ამინდი

20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».