LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე

ნივთიერება იყო გარეული, მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2025/12/03-ში
A A
17
ნახვა
გაზიარება

რაც შეეხება ნივთიერების გარევას, ნივთიერება იყო გარეული. მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული – შს სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ ნივთიერება “კამიტი“ არა თუ არ გამოყენებულა, შს სამინისტროს არც არასდროს შეუძენია, მათ შორის არც “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში! – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვის დასმისას კობახიძეს შს მინისტრისა და მისი მოადგილის შარშანდელი განცხადებები შეახსენა, რომლის მიხედვითაც, წყლის ჭავლში კონკრეტული ნივთიერება იყო გარეული.

კითხვაზე, აპირებს თუ არა შს სამინისტრო გამოაქვეყნოს, თუ რა იყო წყლის ჭავლში გარეული, კობახიძემ განაცხადა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია წარედგინება.

“რაც შეეხება ინფორმაციას “კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით, ამაზე მტკიცებითი ფორმით BBC-ი საუბრობდა, თუმცა შს სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ ეს ნივთიერება არა თუ არ გამოყენებულა, შს სამინისტროს არც არასდროს შეუძენია, მათ შორის “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში.

მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს და ყველა დეტალი ფხვნილთან დაკავშირებით იქნება გასაჯაროებული.

პირველი ინფორმაცია გასაჯაროვდა, რომ “კამიტი“ არ გამოყენებულა. შესაბამისად, შს სამინისტრომ BBC-ი სიცრუეში უკვე ამხილა. დეტალური ინფორმაცია გამოძიების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.

ნივთიერება “კამიტის“ გამოყენება უარყო შს სამინისტრომ იმ დოკუმენტაციაზე და ანალიზზე დაყრდნობით, რაც მის ხელთ არის.

BBC-ი სიცრუეში შს სამინისტრომ უკვე ამხილა და სწორედ ამის საფუძველზე ვაპირებთ მივმართოთ როგორც მარეგულირებელ კომისიას ბრიტანეთში, ისე საერთაშორისო მართლმსაჯულებას. BBC-მ უნდა უარყოს ცრუ ინფორმაცია, რომელიც მან გაავრცელა“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვას, შეუძლია თუ არა პრემიერს იმის გამორიცხვა, რომ აქციების დასაშლელად არ გამოყენებულა არც სხვა აკრძალული ნივთიერებები, როგორც ამას „კამიტის“ შემთხვევაში ამტკიცებენ, კობახიძემ უპასუხა: „მე ასე მგონია“.

„მე ასე მგონია, იმიტომ, რომ სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმას თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა, თუმცა ეს ჩემი ვარაუდია, ჯობს დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს. არ იქნება სერიოზული, რომ მე წინ გავუსწრო გამოძიებას და გითხრათ ის თუ რამდენად აკრძალული ან არაკრძალული ნივთიერებები იყო გამოყენებული, უფრო სერიოზული იქნება თუ მოგიწოდებთ, რომ დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიებისგან მივიღოთ პასუხი. გამოძიება დაიწყო და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა ნივთიერებებს შეიცავდა ფხვნილი. როგორ შეიძლება მე ასეთი არასერიოზული განცხადება გავაკეთ და ვთქვა, რომ რაღაცას შეიცავდა და რაღაცას არ შეიცავდა“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,  ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო – 3.1606, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6065 ლარი ეღირება. გუშინ, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6759,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

” აშშ-ისრაელის კამპანიაში ნებისმიერი მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება”-ირანის საგარეო უწყება ევროპის ქვეყნებს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
” აშშ-ისრაელის კამპანიაში ნებისმიერი მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ ომის აქტად ჩაითვლება”-ირანის საგარეო უწყება ევროპის ქვეყნებს
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპულ ქვეყნებს აფრთხილებს, არ მიიღონ არანაირი მონაწილეობა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციაში და აცხადებს, რომ ეს „ომის აქტი“ იქნება. „ეს ომის აქტი იქნება. ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი...

დაწვრილებითDetails

“ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ “- გიორგი შარაშიძე „ოპოზიციის ალიანსზე“

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე
მთავარი

ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა კი მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა „ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემგანაცხადა, რითაც იმ ფაქტს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში
მთავარი

2025 წელს საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა. პლატფორმას 32 შეტყობინება წარედგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 78%-იან ზრდას წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა...

დაწვრილებითDetails

“არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად” – ლევან მახაშვილი აშშ-ზე

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ჩვენ არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად, თორემ იქნებოდა აქამდე, რა თქმა უნდა, ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა - ჩვენ ლოდინის დიდი უნარი გვაქვს, მზად ვართ, მშვიდად დაველოდოთ შესაძლებლობას, როდესაც სამართლიან ნიადაგზე იქნება...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
მთავარი

საბერძნეთში საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც კუნძულ კრეტაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი - ინფორმაციას Reuters-ი პოლიციისა და დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ი განმარტავს, რომ აღნიშნული ბაზა ხმელთაშუა ზღვაში...

დაწვრილებითDetails

“დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია” – გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
ამით, პრაქტიკულად, ამხილა გახარია, რომ ის არის “ნაცმოძრაობის” შემადგენელი ნაწილი – გურამ მაჭარაშვილი ნათია მეზვრიშვილზე
მთავარი

ამ დაშლილებიდან შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია - სიამოვნებით ვიხილავდი ზურაბიშვილს ამ გაერთიანებულ ავტომობილში, მაგრამ, რა თქმა უნდა, რამდენიმე მეტრიანი გადაადგილების შემდეგ, ისევ აღმოჩნდებიან იქ, საიდანაც ვითომ აღდგნენ, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატება,რომლის მოთხოვნის დაუცველობაც 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატება,რომლის მოთხოვნის დაუცველობაც 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს
მთავარი

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი - „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ დაემატება. აღნიშნული ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა მძღოლის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა
მთავარი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანის სიღრმეში, ისრაელის მიერ ამჟამად დაკავებული ხუთი პოსტის მიღმა, ჯარები განალაგეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ჯარისკაცები გაძლიერებული თავდაცვითი პოზიციის ფარგლებში სასაზღვრო ზონის მახლობლად რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"