სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ შეუშვეს.
მისი განმარტებით, ვიზიტის მიზანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება იყო.
“ვიზიტის მიზანი იყო, შეგვემოწმებინა დღევანდელი მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ გადაყვანას აპირებდნენ; რათა გაგვეგო, ეს რამდენად იყო გამართლებული, კვლევებში რა იყო ბოლოს, როგორ იყო ფორმა 100 შედგენილი და რის საფუძველზე მოხდა ის შეზღუდვები, რაც მოხდა. ეს იყო ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი, შესვლაზე კი, უარი გვითხრეს.
ფორმა 100 ისტორიის ნაწილია და ჩვეულებრივად, ვსწავლობთ, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ დროს გაიცეს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.