სერია „ა“-ში ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა და იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში „ნაპოლის“„ვერონასთან“ გასვლითი მატჩის მოგებაში დაეხმარა.
ქართველმა ფეხბურთელმა „ვერონას“ ანგარიში გაუთანაბრა, მისი თავური დარტყმის შემდეგ ანგარიში 1-1 გახდა.
ხვიჩა კვარაცხელია 68-ე წუთზე შეცვალეს, „ნაპოლიმ“ კი პირველივე მატჩი დამაჯერებლად მოიგო 5:2 და სერია „ა“-ს ახალი სეზონი ჩინებულად დაიწყო.
თამაშის დასრულების შემდეგ „ნეაპოლის“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დაწერა: „ნეაპოლში კიდევ აცხობენ პიცას? ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო“.