LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა შეზღუდვები მოიხსნება ხვალიდან

ნახეთ ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს მოიხსნა

დაპოსტა 2021/05/17-ში
A A
152
ნახვა
გაზიარება

საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღო.

პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, კომენდანტის საათს ეხება.

დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათიდან დაიწყება და ჩვეულებრივად 05:00 საათამდე გაგრძელდება. 

„მივმართავთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ  შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე. ამავდროულად, განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც მოქმედებდა 21:00-05:00 საათამდე პერიოდში, ანუ თავიდან მათ არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება”- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მეორე შეზღუდვა, რომელიც მიმდინარე კვირაში მოიხსნება რესტორნებს ეხება. საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვება გრელდება და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, 1-ლი ივნისიდან, ამ მიმართულებით შესაძლოა შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული.

„რა თქმა უნდა, კვლავ ძალაშია შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო ტესტირება კვლავინდებურად გაგრძელდება სახელმწიფოს ხარჯზე მომავალ თვეების განმავლობაშიც“,- აღნიშნა ღიბრაძემ. 

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ კიდევ ერთი ინფორმაცია გახდა ცნობილი. ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ამ კვირიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ვაქცინაცია დაიწყება.

 

„ამ კვირიდან უკვე დაიწყება ორგანიზებული ვაქცინაცია იმ ადამიანების, ვინც დასაქმებულია ტურისტულ სექტორში. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ჩვენთან ტურიზმი არის უსაფრთხო“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება61

დაკავშირებული -პოსტები

სწავლა შეწყდა წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სწავლა შეწყდა წყალტუბოში, სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. - ინფორმაციას გვერდი  "ამბები ქუთაისიდან" ავრცელებს. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. სკოლაში 90 მოსწავლე ირიცხება, რომლებიც ამ დროისთვის ონლაინრეჟიმში სწავლობენ. განიხილება...

დაწვრილებითDetails

“გორდულის” დამფუძნებელს გია ღაჭავას სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
“გორდულის” დამფუძნებელს გია ღაჭავას სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა
მთავარი

სოფელ გორდში ქართული ნუგბარის საწარმოს „გორდულის“ მფლობელ გია ღაჭავას სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა.  „ფერმერის დღე 2026“-სთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე აგროსექტორის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ იმ ფერმერებსა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი ჯგუფურად სცემეს, დაამცირეს და ვიდეო გადაუღეს – დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებული ფაშისტური დაჯგუფების...

დაწვრილებითDetails

სეს საბავშვო ბაღებიდან აღებული 129 ნიმუშის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა  სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგს განაგრძობს.  ლაბორატორიული კვლევის მიზნით, საბავშვო ბაღებიდან აღებულია ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათის...

დაწვრილებითDetails

შემაშფოთებელია ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები – ჩნდება უამრავი კითხვა -საპატრიარქო

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
შემაშფოთებელია ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები – ჩნდება უამრავი კითხვა -საპატრიარქო
მთავარი

მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია - ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება...

დაწვრილებითDetails

“ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს” – ივანიშვილის სახლთან აქცია გაიამრთა

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
“ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს” – ივანიშვილის სახლთან აქცია გაიამრთა
მთავარი

ქალების აქცია-პერფომანსი გაიმართა  ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან - მოქალაქეებმა ადგილზე შპრიცები მიიტანეს და საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. "ბარიგებით სავსე საქართველო" - "ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს" - ეს წარწერები იყო გამოსახული...

დაწვრილებითDetails

ხვალ 80 000-მდე აბონენტს წყლის მიწოდება შეუწყდება

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით GWP...

დაწვრილებითDetails

რუსთავის ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

რუსთავის №17 ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ - ამის შესახებ  სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე შედიოდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის...

დაწვრილებითDetails

3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
690 000 ლარის უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის...

დაწვრილებითDetails

თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 350 000 ლარს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 25, 2026
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა დაზარალებული დაარწმუნა, რომ კავშირების გამოყენებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის შეძენაში დაეხმარებოდა. კომპლექსურად ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"