LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვები შემსუბუქდება

ნახეთ ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს მოიხსნა

დაპოსტა 2021/03/01-ში
A A
473
ნახვა
გაზიარება

საქართველოში დღეიდან, 1-ელი მარტიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

კერძოდ, შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა, რომელიც დღეიდან ამოქმედდება ასეთია:

რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში 1-ელი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან;

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ელი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ელი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან;

კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1-ელი მარტიდან;

მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ელი მარტიდან;

საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება, ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით 1-ელი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი.

ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;

რაც შეეხება შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ ეტაპს:

სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;

სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1-ელი აპრილიდან;

არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან.

გაზიარება189

დაკავშირებული -პოსტები

თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს უწმინდესს- პაატა ბურჭულაძე

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
მთავარი

თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ – ამ სიტყვებით მიმარტა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ საქმის პროკურორებს. ყოველდღე ველოდები, რომ მორჩება ეს...

დაწვრილებითDetails

საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრების წარმატება თურქეთის ღია სარეიტინგო ტურნირზე

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრების წარმატება თურქეთის ღია სარეიტინგო ტურნირზე
მთავარი

საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრების წარმატება თურქეთის ღია სარეიტინგო ტურნირზე. სპორტსმენები ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. ქართველებმა ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს ანა ჯაფარიძე(-52კგ) ტურნირის გამარჯვებულია , მან ფინალში მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია ჩატარდება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
იმერეთში ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია ჩატარდება
მთავარი

ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, 2026 წელს ინვენტარიზაცია ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის...

დაწვრილებითDetails

NASA მთვარეზე ბაზის აშენებას გეგმავს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
NASA მთვარეზე ბაზის აშენებას გეგმავს
მთავარი

NASA მთვარეზე ბაზის აშენებას გეგმავს - აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ აუქმებს მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის განთავსების პროგრამას და მის ნაცვლად დაახლოებით $20-მილიარდიან პროექტს მთვარის ზედაპირზე ბაზის ასაშენებლად გამოიყენებს. პროექტი...

დაწვრილებითDetails

7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს 30 პირი

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს 30 პირი. ფინანსთა...

დაწვრილებითDetails

მდინარე რიონიდან წიაღისეულის უნებართვო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა – არიან დაკავებულები

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
სამტრედიაში  ახალი დაცული ტერიტორია – რიონის აღკვეთილი შეიქმნება
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს 30 პირი. ფინანსთა...

დაწვრილებითDetails

ფილტვის ანთება და გრიპი ჩაანაცვლა ბრონქიოლიტმა და რესპირაციულ სინციტიურმა ვირუსმა – მოიმატა კორონავირუსის გავრცელებამაც – ივანე ჩხაიძე

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
“გრი­პი გავ­რცე­ლე­ბის მი­ხედ­ვით მაქ­სი­მა­ლურ ციფრ­ზეა”-ივა­ნე ჩხა­ი­ძე
მთავარი

ფილტვის ანთება და გრიპი ჩაანაცვლა ბრონქიოლიტმა და რესპირაციულ სინციტიურმა ვირუსმა - მოიმატა კორონავირუსის გავრცელებამაც, მარტის თვეში გასულ თვეებთან შედარებით გაცილებით ბევრი იყო,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში “მართვე”-ს ბუნებრივ საფარიან სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
ქუთაისში “მართვე”-ს ბუნებრივ საფარიან სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
მთავარი

ქუთაისში "მართვე"-ს სტადიონს  რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.  დაახლოებით 23 000 კვადრაზე მეტი ფონდს ქუთაისის მერიამ აღნაგობის უფლებით გადასცა.  "მუნიციპალური განვითრების ფონდს გადავეცით ახალგაზრდობის გამზირზე "მართვე"-ს სტადიონი ....

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
აღმოჩენილია თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური კონტროლის შედეგად, თევზპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკური პირი ზ. ტ. (მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა...

დაწვრილებითDetails

სრულწლოვან შვილზე ძალადობისთვის ქალი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

ბათუმში შუა ხნის ქალი შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ქალმა სრულწლოვან შვილს დაზიანებები,მიაყენა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"