“ნახევარი თბილისი მიწის ქვეშ ამოკეტეს, რომელ გარემოს დაბინძურებაზეა საუბარი” – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ქუთაისი ორგანიზაციის ხელმძრვანელმა სამსონ გუგავამ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს გადაცემაში “დისკურსი” განაცხადა და ტაქსის რეფორმა შეაფასა:
“ჩვენ ვხედავთ თბილისში სატრანსპორტო კოლაფსს. 30 000 ტაქსი მოძრაობდა ქალაქში, ახლა ჩამოსულია 5 000-მდე, შესაბამისად ამ ხალხის ნაკადი დააწვა საზოგადოებრივ ტრანსპოტს და ვნახულობთ ფოტოებს, თუნდაც სოციალურ ქსელში, გული გაგისკდება.
გავლა შეუძლებელია, მატარებლები გაჩერდა, დენი წავიდა და ნახევარი თბილისი მიწის ქვეშ ამოკეტეს. რომელ გარემოს დაბინძურებაზეა საუბარი, ხალხი დავღუპოთ? დავტოვოთ მიწის ქვეშ? ოღონდ გარემო არ დაბინძურდეს? აქ სიცოცხლის გადარჩენაზეა საუბარი. რა გარემოს დაბინძურებაზე ვსაუბრობთ. 21 000 ადამიანი დატოვეს ულუკმაპუროდ. თითოეულ მათგანს კრედიტები აქვს, ვალებში იხრჩობიან, შენ ზემოდან აჯარიმებ და ტოვებ ულუკმაპუროდ, გაჭირვებაში, ზოგს წამალი არ აქვს, პური ვერ მიაქვს სახლში. კახი კალაძეს თუ მოწონს მილანი, წავიდეს მილანში იცხოვროს, აქაურ რეალობას გაუსწოროს თვალი, ჯერ მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა. თუნდაც იმ რეგულაციების პირობებში ალტერნატივა უნდა არსებობდეს რომ არ შეიქმნას სატრანსპორტო კოლაფსი.” – განაცხადა სამსონ გუგავამ.