“ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდან, პარტიის მხარდამჭერებმა გლდანის ციხის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა ავტომობილებით გამართეს.
მათ გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებას წრე დაარტყეს და სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.
ორგანიზატორების განმარტებით, აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება და იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს მულტიპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.










