”ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დასარბევად საჯარო მოხელეები იყვნენ მოსულები” – ამის შესახებ ”გაერთიანებული ოპოზიიცს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრო მაღლაკელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბრიფინგზე იმ პირების სია გამოაქვეყნა, რომლემაც ”ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ოფისს კვერცხები ესროლეს და ცოცხები მიიტანეს:
”მათი უმეტესობა იყო არაფხიზელ მდგომარეობაში და დაიწყეს ოფისის დარბევა. უპრეცედენტო ფაქტია, როცა ხელისუფლება აქციას უწყობს ოპოზიციას. აქციაზე იყვნენ მერიის სამსახურის, საარჩევნო უბნის კომიის წევრები, აიპების თანამშრონლები. აქ არ იყვნენ ადამიანები მოვარდნილი პირადი გაბრაზებით, ესენი არიან საჯარო მოხეელბი, რომლებსაც ბიძინა ივანიშვლი პრემიებს უხდს. ჩვენ ვერ შეგვაშინებს დარბევა, სანამ ბიძინა ივანიშვილის არ მოშორდება ხელისუფლებას ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს.” – განაცხადა ანდრო მაღლაკელიძემ.
29 ნოემბერს ”ქართული ოცნების” ოფისის დაბოქლომებას ქართულუი ოცნების მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. მათ ”ნაციონალური მოძრაობის” ოფიის კვერცხები დაუშინეს,ადგილზე მიიტანეს ცოცხები და ამით 9 წლიანი მმართველობა შეახსენეს. ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება არაერთხელ მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
დაპირისპირებამ ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გადაინაცვლა (+ვიდეო)