ბრიუსელში, მსოფლიო ლიდერების შეხვედრის პარალერულად, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
300-მდე დემონსტრანტი, რამდენიმე წუთის განმავლობაში მიწაზე იწვა. ამ გზით ისინი შეეცადნენ, წარმოედგინათ ომში დაღუპული უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები.
აქციის მონაწილეები ევრკავშირისა და ნატოს ლიდერებისგან ითხოვენ, უკრაინის დასახმარებლად მეტი გააკეთონ.










