LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პატიოსან შრომას შეგაზიზღებენ- 75 წლამდე მამაკაცს 8 ძროხა მოპარეს

ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა გახდება თუ არა პატიმრობით დასჯადი

დაპოსტა 2021/05/30-ში
A A
161
ნახვა
გაზიარება

ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა შესძლოა პატიმრობით დასჯადი გახდეს – ლევან იოსელიანისა და ალეკო ელისაშვილის ინიციატივა, რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს, პარლამენტში ბიუროს უახლოეს სხდომაზე დაინიცირდება.

აღნიშნული კანონპროექტით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 116-ე მუხლი იცვლება. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა.

ასევე, მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს, მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმებისა 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდისა.

ალეკო ელისაშვილი “რუსთავი 2-თან” საუბრის დროს აღნიშნავს, რომ გასულ წელს ავარიების უმრავლესობა სწორედ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირების გამო მოხდა და ამიტომ ეს ინიციატივა აუცილებელი და დროულია.

შსს-ს ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა.

როგორც ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე “რუსთავი 2-თან” საუბრისას აღნიშნავს კანონის გამკაცრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში კორუფციული და ნეპოტისტური ხვრელი ამოვავსოთ. რეალურად, ახლაც ერთი წელია მართვის მოწმობის ჩამორთმევის ვადა, თუმცა მფლობელ პირს შეუძლია განცხადებით მიმართოს შესაბამის უწყებას და 6 თვეში მართვის მოწმობა უკან დაიბრუნოს.

ეს დასაშვები არ უნდა იყოს და აიკრძალოს. უნდა გამკაცრდეს სანქციები. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ცუდ შედეგს,”- აღნიშნა ვასო ურუშაძემ.

საგულისხმოა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო, 2020 წელის 31 მარტიდან 23 მაისამდე პერიოდში, და იმავე წლის 9 ნოემბრიდან, დღემდე მოქმედებს ე. წ. კომენდანტის საათი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში სპეციალური საშვის არმქონე პირებისათვის გადაადგილების შეზუდვას გულისხმობს. ორგანიზაცია “ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ხელმძღვანელის ეკა ლალიაშვილის შეფასებით, აღნიშნულ პერიოდში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების და მათ შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის შემცირება სწორედ ქვეყანაში მოქმედ აღნიშნულ შეზღუდვებს უკავშირდება, თუმცა, მისივე განმარტებით, მობილობის მკვეთრი ვარდნის გათვალისწინებით, ავარიით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკა ბევრად უფრო დაბალი უნდა ყოფილიყო.

“ნასვამობაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ არასამთავრობოები. რადგან ეს სასჯელი რაც დღეს არის არ აშინებთ მძღოლებს. ისინი ნასვამები სხდებიან საჭესთან. აუცილებელია ადმინისტრაციული პატიმრობა დაემატოს და ძალიან გამკაცრდეს სანქციები, რომ ვერ გაბედონ საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში დაჯდომა.

კომენდანტის საათის პირობებში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო. ამიტომ ჩვენ მუდმივად უნდა ვისაუბროთ, რომ საშიშია ნასვამ მდგომარეობაში საჭის მართვა ამას უამრავი ფატალური შემთხვევა მოჰყვება და ის, რომ ადამიანს მხოლოდ 6 თვით ჩამოვართვათ მართვის მოწმობა ვერანაირად ვერ იქნება შემაკავებელი ვერავისთვის.

პარლამენტმა ამაზე აუცილებლად უნდა იმსჯელოს,”- აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა “რუსთავი 2-თან” საუბრის დროს.

გაზიარება64

დაკავშირებული -პოსტები

ყოფილ ცოლს მჟავა შეასხა, დანა დაარტყა, ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა – მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ყოფილ ცოლს მჟავა შეასხა, დანა დაარტყა, ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა – მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
მთავარი

უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც გამოძების თანახმად, ყოფილ ცოლს, 34 წლის თათია ლომინაძეს  ჯერ მჟავა შეასხა, შემდეგ დანა დაარტყა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლად დაწვა. შემზარავი ფაქტი კასპში 2025 წლის 25 სექტემბერს მოხდა. თათია...

დაწვრილებითDetails

ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

2012 წელს, ქართველმა ხალხმა დაინახა ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია და ქვეყნისთვის თავდადება და გამოუცხადა ნდობა, რომელმაც ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს დაუდო დასაბამი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა....

დაწვრილებითDetails

„კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი – აშშ-ს წარმომადგენელი პალატა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ირანი შესაძლოა ისრაელს თავს დაესხას
მთავარი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო. კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს იყო წარდგენილი. კანონპროექტი ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სამტრედიის ხიდთან ავარია მოხდა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ქუთაისში სამტრედიის ხიდთან ავარია მოხდა
მთავარი

ქუთაისში სამტრედიის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. "ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში! კერძოდ ე.წ. სამტრედიის ხიდთან...მადლობა უფალს ყველანი კარგად არიან, მაგრამ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ბებია, რომელმაც ლაივში ბავშვი სცემა, შვილიშვის კვლავ ეჩხუბა- მცირეწლოვანი სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რმა წაიყვნა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ქუთაისელი ბებია, რომელმაც ლაივში ბავშვი სცემა, შვილიშვის კვლავ ეჩხუბა- მცირეწლოვანი სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რმა წაიყვნა
მთავარი

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 7 ივ­ნისს გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ ქუთაისელია ბე­ბია მცი­რე­წლო­ვან შვი­ლიშ­ვილს კვლავ ეჩხუ­ბე­ბა და ბავ­შვი კი ტირის. ეს სწო­რედ ის ბე­ბი­აა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ შვი­ლიშ­ვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ქუთაისში მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე, კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ შუადღისას მოხდა. "აქილევსის ქუსლი - ,,შრომითი უსაფრთხოება”წლების წინ ჩემს მიერ გაშუქებული არაერთი ფატალური შემთხვევა დამიდგა თვალწინ…ქუთაისი 08.06.2026კიდევ ერთი...

დაწვრილებითDetails

“ასეთი ახალგაზრდის გარდაცვალება ტრაგედიაა არამარტო ოჯახისთვის, არამედ ერისთვის”- ქუთაისელ საბა ელიაშვილს გლოვობენ

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
“ასეთი ახალგაზრდის გარდაცვალება ტრაგედიაა არამარტო ოჯახისთვის, არამედ ერისთვის”- ქუთაისელ საბა ელიაშვილს გლოვობენ
მთავარი

ქუთაისელ საბა ელიაშვილს გლოვობენ. მეგა tv-ის ინფორმაციით 8 ივნისს საბა ელიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მეგა ტვ- ი იზიარებს ოჯახისა და ახლობლების დიდ მწუხარებას. ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:   რაც უფრო ბევრს...

დაწვრილებითDetails

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღეს შესაძლებლობები გაგიჩნდებათ, ახალი იდეების განსახორციელებლად. იყავით თავდაჭერილნი ფინანსურ საკითხებში და ნუ გადაერთვებით რისკებზე.   კურო   კონცენტრაცია სამუშაოსა და ყოველდღიურ პასუხისმგებლობებზე დაგეხმარებათ. ოჯახური ურთიერთობები საჭიროებენ ყურადღებას და...

დაწვრილებითDetails

პარლამენტში,პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე, მისი მოსმენის პროცედურა დასრულდება

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე, მისი მოსმენის პროცედურა დასრულდება - რეგლამენტით გათვალისწინებული სიტყვით გამოსვლები კი აღარ გაიმართება. პარლამენტის რეგლამენტში მთელი რიგი ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის 220-ე მუხლს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"