ამ წუთებში თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გამოვლენილია ნარკორეალიზაციის უპრეცენდენტო სქემა, რომელშიც არასრულწლოვანი ბავშვებიც ჰყავდათ ჩართულნი.
საქართველოში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნარკორეალიზაციის საქმეში ბავშვები ფიგურირებენ.
ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
„პრაიმტაიმი“ დეტალებს შემთხვევის ადგილზე არკვევს.










