გურიაში, სოფელ ქაქუთში დათვმა სკები გაანადგურა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “gurianews” ავრცელებს.
მათი ცნობით, შუაღამისას დათვი ორ ოჯახში შეიპარა, სკები დააზიანა და თაფლი შეჭამა. გარდა ამისა, დათვი მეორე ოჯახშიც შეიპარა, რომელშიც როგორც დაზარალებული ამბობს, მხოლოდ რამდენიმე სკა დააზიანა.
“ასეთი ცუდი ამინდი, ასე წვიმიანი ზაფხული არასდროს გვახსოვს. ნადირიც გადაირია და შემოვარდა ეზოებში. ყურადღება გვმართებს, შინაური პირუტყვიც არ შეგვიჭამოს”, – ამბობს სოფლის მცხოვრები
ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევები ახალქალაქის მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა.










