დღეს სრულიად ჩაო და ცეცხლაძეების გვარი მძიმე დანაკლისს განიცდის. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული, ენით აუღწერელი კარგი გოგონა ინეზა ცეცხლაძე. ასეთი განათლებული, კულტურული და ნიჭიერი გოგო არსად დაიარებოდა. წარმატებით დაამთავრა ჩაოს საჯარო სკოლა. პირველივე წელს ჩააბარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტში და ყველგან თავის გამორჩეულ კვალს ტოვებდა.
მხოლოდ 21 წელი იცოცხლა. არადა როგორ ეხალისებოდა ყველაფერი. მის ყველა ქმედებაში სიყვარული იყო ჩაქსოვილი. გამოირჩეოდა უფროსების, მშობლების, დედმამიშვილების და საზოგადოების მიმართ უდიდესი ყურადღებით.
ისიც ოცნებობდა კარგ მომავალზე, ლამაზ ოჯახზე, შვილებზე და გაცისკროვნებულ ცხოვრებაზე.
არ დასცალდა, ვერ აისრულა მიზნები, ვერ მიგვიპატიჟა ქორწილში, თეთრი კაბით ვერ დაგვენახა.
ინეზა ჩემო ცქრიალა გოგო უძლური ვართ ამ ტკივილის წინაშე. ვერ გშველით და ვერ გეხმარებით. ყველა ერთად გააცილებთ შენ საყვარელ ბაბუსთან და გეტყვით რომ ნათელი ის ქვეყანა მოგცეს ღმერთმა.
მხოლოდ ულამაზესი შენი სახელი -ინეზა- და სიყვარულით ავსილი გული ჩვენს გულებში სამუდამოდ დაიდებს ბინას და ჩვენთან ერთად გატარებთ, ჩურჩულით მოგეფერებით და გეტყვით, რომ გვიყვარხარ მაღლა ზეცაში.
ამ გამოსამშვიდობებელი სიტყვებით შენზე მომართვა მეუხერხულება ჩვენო ზეცის ანგელოზო. რატომ? რატომ? რატომ?
შენი ბიძაშვილები ინეზას და მირანდას დღეს დააწესებენ და იქ მოგიყვებიან ამ ქვეყნის ამბებს!
გულით გითანაგრძნობთ ინეზას ბებოებო,მაიკო, ვლადიმერ და დედმამიშვილებო. ოჯახს, ახლობლებს და ვისთვისაც ძვირფასა ინეზა ამ მძიმე დღეებში ღმერთმა გამძეობა მოგცეთ!
წერს მედიკო გობაძე










