LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

” მხილებულ იქნა, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმია არავის გამოუყენებია” – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/12/03-ში
A A
27
ნახვა
გაზიარება

ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს არის ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ , – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ორ დღეში დადასტურდა, რომ ინფორმაცია ნივთიერება „კამიტთან“ დაკავშირებით არის ტყუილი.

„ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს არის ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. ამაზე მეტყველებენ მოლაპარაკე თავები, რომელიც გამოაჩინეს კიდევ ერთხელ, ნაფთალინიდან ამოიღეს სალაპარაკოდ. მათ შორის ბროუდერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე საუბრობდა, რომელსაც იმის შემდეგ ხმა არ ამოუღია საქართველოსთან დაკავშირებით და უცებ გამოცოცხლდა, რატომღაც ამ თემით დაინტერესდა. ეს ხომ აჩვენებს, რომ ჩვეულებრივად პროპაგანდისტები გამოიყვანეს იმისთვის, რომ ეს თემა რაიმენაირად შეეფუთათ. ეს აბსოლუტურად, აშკარად არის როგორც პროპაგანდისტული ცრუ ნარატივის გაგრძელება, რაც არის თავის მხრივ ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. ამაშია ჩართული ბრიუსელი. ვნახეთ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებული მტრული რიტორიკით გამოირჩევა. ვნახეთ ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ „კამიტიზე“.

ფაქტობრივად, საქართველოს დაასიეს საკუთარი დაქირავებული „ენჯეოები“. გავიდა ორი დღე და დადასტურდა, რომ ეს იყო ტყუილი, „კამიტისთან“ დაკავშირებით. ახლა მაინტერესებს ევროკომისიის პრესსპიკერი, ევროპარლამენტარები, ეს საქართველოს მტრობისთვის გარედან დაქირავებული „ენჯეოები“, რომლებიც ჭინკებივით დაასიეს ჩვენს ქვეყანას, აპირებენ თუ არა ბოდიში მოიხადონ იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი რაღაც ქიმიკატი იყო გამოყენებული. მოიხადოს ახლა ბოდიში ბრიუსელმაც და მისმა დაქირავებულმა „ენჯეოებმაც“. იგივე ხალხი, ვინც მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ მოწამვლაზე საუბრობს, დღესაც ამ ქიმიას რატომღაც არ ეშვებიან, კარგი ქიმიის მცოდნეებივით. ეს ის ხალხია, ელჩები და ადამიანები ბრიუსელიდან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს რაღაც მოწამვლა, დემენცია ჰქონდა. ტყუილები ილაპარაკეს. მხილებული იქნა ორ დღეში ყველაფერი, რომ იყო ტყუილი და არანაირი პირველი მსოფლიო ომის ქიმია და ა.შ არსად არავის გამოუყენებია, არც შეუძენია და როგორც ჩანს, საქართველოს ტერიტორიაზე ნამყოფიც კი არაა ასეთი სახის ნივთიერება. გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ ბრიუსელის წარმომადგენლებმა და მათმა დაქირავებულმა „ენჯეოებმა“. ბრიუსელმა უარი უნდა თქვას საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ქმედებებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „დაბრალებაზე ყველა აგებს პასუხს“, ხოლო საქართველოს “მუხლები აღარ აუკანკალდება”.

„გასკდა საქმე, რომ საქართველოს უმტრეს, რომ არიან მონაწილე ჰიბრიდული ოპერაციისა, რომელიც დაიგეგმა და ორკესტრირებულად ხორციელდება, ახლა შიში ოხერია, რა თქმა უნდა. ვიღაცას ეგონა, რომ ეს ის საქართველოა, რომელსაც 2021-2022 წლის მსგავსად სააკაშვილის მოწამვლას დააბრალებდა ზელენსკი, გამოვიდოდა და აქ ვიღაცას მუხლები აუკანკალდებოდა. არავის წინაშე ამ ქვეყანას მუხლები აღარ აუკანკალდება. ამ დაბრალებაზე ყველა აგებს პასუხს. მათ შორის ვხედავთ ჩვენ, რომ ჩართული ჰყავთ კიდევ ერთხელ ყველა მათი დაფინანსებული ადამიანი და ფაქტობრივად პროევროპელობა აქციეს ანტიქართულობის სინონიმად, იქამდე მიიყვანეს სამწუხაროდ ეს ამბავი. მართლა სამარცხვინოა რა მდგომარეობაში ჩაიგო თავი ბრიუსელის პოლიტიკურმა ძალებმა, რომ პროევროპულობა გააიგივეს ანტიქართველობასთან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"