“დაწესდეს 50% შეღავათი სამგზავრო ტარიფი სტუდენტებისთის”, “ვითხოვთ ხელშეწყობას თვითმართველობისგან” – ამ მოთხოვნებით მერიის წინ აქცია იმართება.
სტუდენტებისვთის ტრანსპორტზე შეღავათის დასაწესებლად ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ბიუროს წარმომადგენელმა მერიაში ინიციატივა დღეს შეიტანს.
სტუდენტებისთვის 2020 წლიდან სამგზავრო გადასახადების განახევრების ინიციატივა ლეიბორისტული პარტიის ახალგზრდული ფრთის ხელმძღვანელს გაგი ხელაძეს ეკუთვნის. ტრანსპორტის საფასურის განახევრების მოთხოვნით აქცია ქუთაიში 10 ოქტომბერსაც გაიმართა.